ევროსაბჭოს შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 16:22 | 13.10.2017
ნანახია: 965

ბრიუსელში ევროსაბჭოს შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სამზარეულოების ვენტილაცია დაზიანდა. რამდენიმე ადამიანი ტოქსიკური ორთქლით მოიწამლა.
ბრიუსელის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის პიერ მეისის თქმით, ინციდენტის შედეგად ტოქსიკური გამონაბოლქვით 15-20 ადამიანი მოიწამლა.

ევროსაბჭოს პრეს-სამსახურის განცხადებით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. თანამშრომლების შენობაში ჯერ არ დაბრუნებულან.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე