თამარ ჟვანიას ცესკოში საკუთარი შვილი ჰყავდა დასაქმებული - ლევან ხაბეიშვილი

საქართველო, თბილისი - 16:00 | 13.10.2017
ნანახია: 1294

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ცესკოში საკუთარი შვილი ჰყავდა დასაქმებული.

მისივე თქმით, საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს, როგორ ატარებს ცესკო არჩევნებს, რამდენად ნეიტრალურია, რამდენად მიუკერძოებელია.

„სხვა რაიონებშიც ოლქის წარმომადგენლები, ოლქის თავმჯდომარეები, იმისთვის, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღონ, ასევე, გაფორმებული არიან ცესკოს სიებში და ესეც ამ დოკუმენტებით დასტურდება. ასევე, მნიშვნელოვანია, ქალბატონ თამარ ჟვანიას შევახსენოთ, რომ მისი საკუთარი შვილი ჰყავდა მისსავე დაწესებულებაში ანუ ცესკოში დასაქმებული და შესაბამისად, რაიმე დისკრედიტაციაზე საუბარი ცოტა არ იყოს უხერხულია.

შესაბამისად, საზოგადოებამ თავად განსაჯოს, როგორ ატარებს ცესკო არჩევნებს, რამდენად ნეიტრალურია, რამდენად მიუკერძოებელია,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე