”ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

საქართველო, თბილისი - 14:46 | 13.10.2017
ნანახია: 972

”ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ, პროტესტის ნიშნად დატოვა.

ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ენმ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. 

”მიიღებთ ამ კონსტიტუციას, ხელს მოაწერთ მას. ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ ასეთი ძალადობრივი გზით კონსტიტუციის მიღებას და ჩვენ არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას”, - განაცხადა გოცირიძემ. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე