ავსტრალიაში სამი პარაშუტისტი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 14:44 | 13.10.2017
ნანახია: 1097

დაღუპულთა შორის ორი მამაკაცია და ერთი ქალი. ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ ინსტრუქტორი იყო.

ინციდენტი ავსტრალიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ქვინსლენდის შტატში მოხდა.

 პარაშუტისტები ტრიუკების შესრულების დროს დაიღუპნენ. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მათგანი ადგილობრივი მცხოვრების ნაკვეთში ჩავარდა, ორს კი ხეზე მიაგნეს.

წინასწარი მონაცემებით, ერთი პარაშუტისტი ჰაერში ორკაციან პარაშუტს დაეჯხა, რის შედეგადაც პარაშუტები სწორად არ გაიხსნა და ძირს ჩავარდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე