რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, მანდარინი ბათუმის პორტიდან ნოვოროსისკით რუსულ ბაზარზე გავა

საქართველო, თბილისი - 10:43 | 13.11.2015
ნანახია: 2442

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ წელს პირველად მანდარინი ბათუმის პორტიდან ნოვოროსისკით რუსულ ბაზარზე გავა. აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში განმარტავენ, რომ გემი სახელწოდებით ''მეგობრობა'' შავი ზღვის ბათუმის აკვატორიიდან ნოვოროსისკის პორტის მიმართულებით კვირაში ერთხელ, სამშაბათობით ივლის.

მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი 80-90 ათას ტონას შეადგენს, ციტრუსის სეზონზე იმოქმედებს 30–მდე ციტრუსის შემფუთავი საწარმო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე