ფოსტალიონი კალიფორნიის დამწვარ ქალაქში წერილებს არიგებს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 13:21 | 13.10.2017
ნანახია: 2696

ფოტოგრაფმა დუგლას ტრონმა დრონის მეშვეობით გადაიღო ტყის ხანძრის შედეგად კალიფორნიის ფაქტობრივად დამწვარი ქალაქი სანტა როზა.

ვიდეორგოლში ჩანს, ამერიკის საფოსტო სამსახურის თანამშრომელი როგორ გადის ცარიელ ქუჩებს და დაუმწვარ საფოსტო ყუთებში როგორ დებს წერილებს. ქალაქის ერთ-ერთ ნაწილში სახლები და ავტომობილები მთლიანად არის განადგურებული.  

ფოსტალიონი მიდის ქუჩაში, რომლის ერთ მხარეს ყველაფერი დამწვარია, მეორე მხარეს კი შენობები უვნებელია.

ბოლო მონაცემებით, კალიფორნიაში ხანძრის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. განადგურებულია 3 500 შენობა. ასობით ადამიანი კი დაკარგულად არის მიჩნეული.

 




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე