აშშ თურქეთის მიერ რუსული С-400-ის შეძენას ნატოსთვის პრობლემას უწოდებს

საქართველო, თბილისი - 12:45 | 13.10.2017
ნანახია: 1094

ნატოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლმა კეი ბეილი ჰათჩისონმა ანკარის გადაწყვეტილებას რუსული საზენიტო-სარაკეტო კომლექსების С-400-ის შეძენის შესახებ პორბლემა უწოდა.

მისი თქმით, ეს ნატოს აღელვებს. „ეს სისტემები შეუთავსებელია იმ სისტემებთან, რომლებსაც ალიანსი უყნებეს“, -განაცხადა მან Washington Post-თან ინტერვიუში.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს თურქეთთან თანამშრომლობა უნდა და არ სურს, რომ ანკარა მოსკოვს დაუახლოვდეს. „ეს ჩვენს ინტერესებში არ არის. ეს ასევე არც თურქეთის ინტერესებშია“, - აღნიშნა ჰათჩისონმა.

სექტემბერში თურქეთმა ხელი მოაწერა რუსეთთან С-400-ის შეძენის ხელშეკრულებას. გავრცელებული ინფორმაციით, საზენიტო-სარაკეტო კომლექსების მიწოდება თურქეთში ორი წლის განმავლობაში დაიწყება.





პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე