უმრავლესობა საერთაშორისო აზრის, ქართული საზოგადოების, ზოგადად ყველას წინააღმდეგ მიდის - ხოშტარია

საქართველო, თბილისი - 12:28 | 13.10.2017
ნანახია: 1205

როგორი კონსტიტუციაც არ უნდა მოირგონ, ისინი ამით ხელისუფლებას მაინც ვერგაიხანგრძლივებენ, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

,,უმრავლესობის პოზიცია სამწუხაროდ დიდი ხანია ცნობილია, ისინი მიდიან საერთაშორისო აზრის, რაც მთავარია ქართული საზოგადოების, ყველა პოლიტიკური პარტიის, ზოგადად ყველას წინააღმდეგ, რათა გაიტანონ ის, რაც აქვთ ჩაფიქრებული, ის რაც დაავალათ ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ, ცხადია არანაირი ილუზია არ გვაქვს, რომ უმრავლესობა პოზიციას შეიცვლის ან რამეს გააკეთებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყოველ ჯერზე ოპოზიციამ დააფიქსიროს მკაფიო პროტესტი. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ როგორი კონსტიტუციაც არ უნდა მოირგონ, ისინი ამით ხელისუფლებას მაინც ვერგაიხანგრძლივებენ, პირიქით, ასეთი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ არის უმოკლესი გზა ხელისუფლების დაკარგვის“, - განაცხადა ხოშტარიამ.

პარლამენტი კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღეს განიხილავს.  


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე