პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გაზიარებული არ იქნება - ჩუგოშვილი

საქართველო, თბილისი - 12:05 | 13.10.2017
ნანახია: 987

"პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გაზიარებული არ იქნება", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. 

მისივე განმარტებით,  ამ კონსტიტუციით ის ხდება, რაც არც ერთმა ხელისუფლებამ არ გააკეთა.

​"ჩვენს წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტთან საუბარი ჰქონდათ და მსჯელობა გაიმართა იმაზე, რომ მოტივირებულ შენიშვნებში საუბარი ორ საკითხზე ყოფილიყო. პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ორი საკითხისთვის სხვა პრინციპული საკითხებიც დაემატებინა, რაც ჩვენთვის მიუღებელია. შესაბამისად, ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილება მივიღეთ. მოტივირებული შენიშვნები გაზიარებული არ იქნება. პრეზიდენტმა ამ ცვლილების  დაუყოვნებლივ ძალაში შესვლას ხელი არ შეუწყო, შესაბამისად, ინიცირების ახალ პროცესს დავიწყებთ. ამ კონსტიტუციით ის ხდება, რაც არც ერთმა ხელისუფლებამ არ გააკეთა - 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ, ხოლო გარდამავალ პერიოდში პოლიტიკურ  მოცემულობას ვცვლით", - განაცხადა ჩუგოშვილმა


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე