კალიფორნიაში ხანძრის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანია დაღუპული

საქართველო, თბილისი - 12:02 | 13.10.2017
ნანახია: 132

ამერიკის კალიფორნიის შტატში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა.
ამჟამად შტატში მეხანძრეებმა  ხანძრის 22 უმსხვილესი კერა დააფიქსირეს. სულ დამწვარია 700 კვ/კმ-ის ტერიტორიის ფართობი.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სამაშველო ბრიგადები უმეტეს რაიონებთან მიახლოებას ვერ ახერხებენ. მათი აზრით, დაშავებულთა და დაკარგულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე