აზერბაიჯანის მოქალაქე მარნეულში ნარკობრალდებით დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:18 | 13.10.2017
ნანახია: 1071

შსს-ს ცნობით, უწყებამ 55 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით, მარნეულში დააკავა.

როგორც შსს წერს, ბრალდებს ჩხრეკისას 20 შეკვრად დაფასოებული, 11,6797 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა, რომლის ექსპერტიზითაც დადგინდა, რომ ის 7,3933 გრამ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე