აშშ იუნესკოს დატოვებას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 16:45 | 12.10.2017
ნანახია: 1368

აშშ-ის ხელისუფლება უახლოეს ხანებში იუნესკოს დატოვების შესახებ განცხადების გაკეთებას გეგმავს.

ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

 „ეს ჯერჯერობოთ არაოფიციალურია, მაგრამ სიმართლეა“, - განუცხადა სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ.

ჟურნალ Foreign Polic-ის ინფორმაციით, იუნესკოდან გასვლის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ სახსრების დაზოგვისა და ორგანიზაციაში ისრაელის საწინააღმდეგო მოსაზრებების გამო მიიღო.

გასული წლის დეკემბერში მედია წერდა, რომ აშშ-ის კონგრესი განიხილავს გაეროდან და იუნესკოდან გასვლის შესაძლებლობას, რადგან უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელს სთხოვდა ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე განსახლების შესახებ საქმიანობა შეეწყვიტა.

2011 წელს აშშ-მა იუნესკოს დაფინანსებაზე უარი თქვა, რადგან პალესტინა ორგანიზაციაში სრულუფლებიან წევრად მიიღეს. ამერიკას მიბაძა ისრაელმაც. შედეგად ორგანიზაცია დაფინანსების 22 პროცენტს დაემშვიდობა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე