უჯარმაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 15:36 | 12.10.2017
ნანახია: 1405

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. 

დაშავებულები საგარეჯოს საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაძლოა, სახლში გაწერონ. შედარებით მძიმეა ერთი დაშავებულის მდგომარეობა, რომელსაც სავარაუდოდ, ქვედა კიდურზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება.

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე