ესპანეთში ავია-გამანადგურებელი ჩამოვარდა

საქართველო, თბილისი - 15:33 | 12.10.2017
ნანახია: 1377

ავია-გამანდგურებელი Eurofighter-ი, რომელიც ესპანეთის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ აღლუმში მონაწილეობდა, ლიანოსის ავიაბაზაზე ჩამოვარდა.

ის ერთ-ერთი იყო ოთხი გამანადგურებლიდან, რომელიც აღლუმში იღებდა მონაწილეობას. პილოტმა კატაპულტირება ვერ მოასწრო.

დღეს მადრიდში ესპანეთის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი პარადი გაიმართა, რომელიც ესპანეთის მეფემ ფილიპე VI მიიღო.

აღლუმში 400 სამხედრო მონაწილეობდა, მათ შორის ეროვნული პოლიციისა და სამოქალაქო გვარდიის თანამშრომლები, ასევე სამხედრო ტექნიკა და თვითმფრინავები.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე