სირიაში თეთრი ქვრივი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 13:31 | 12.10.2017
ნანახია: 1787

ბრიტანეთის მოქალაქე სალი ჯონსი მეტსახელად თეთრი ქვრივი, რომელიც სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა, რაქაში ამერიკული უპილოტოს იერიშის დროს დაიღუპა. ამის შესახებ გაზეთი Times-ი წერს.

 „ვარაუდი, რომ სალი ჯონსი და მისი ვაჟი მკვდრები არიან, როგორც ჩანს, მართალია“, - ციტირებს გამოცემა ბრიტანეთის მთავრობის წყაროს. აღნიშნულია, რომ თეთრ ქვრივთან ერთად დაიღუპა მისი 12 წლის ვაჟიც.

გამოცემის ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა იერიში იმ დროს განახორციელეს, როდესაც ჯონსი ალყაშემორტყმული რაქიდან გაქცევას ცდილობდა.

Times-ი წერს, რომ ბრიტანეთის მოქალაქის ცხოვრებას ბოლო წლების განმავლობაში გაერთიანებული სამეფოს საგარეო დაზვერვა უთვალთვალებდა.

ოთხი წლის წინ, ორი შვილის დედა 45 წლის ჯონსი რომელიც რეპ-ჯგუფ  Krunch-ის წევრი იყო, ბირმინგემელ მუსლიმს გაყვა ცოლად.

სირიაში სალი ჯონსი ქმრის ჯუნეიდ ჰუსეინის თანაშემწე გახდა. ჰუსეინი „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი გადამბირებლის პოსტს იკავებდა ევროპის ქვეყნებში და სულ მცირე 12 ტერაქტის მომზადებასთან იყო კავშირში.

ჯონსმა რაქაში უმცროსი შვილი ჯო დიქსონი წაიყვანა, რომელმაც ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში მოზარდი-ჯალათის როლი შეასრულა.

 თეთრი ქვრივის ქმარი ორი წლის წინ ამერიკულმა უპილოტომ გაანადგურა.

ჯონსმა ჰუსეინის სიკვდილისთვის შურისძიების პირობა დადო და დაიმუქრა, რომ იმ ჰუსეინის სახელით პირველი ბრიტანელი თვითმკვლელი გახდებოდა. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ დივერსანტების ჯგუფს ჩაუდგა სათავეში, რომელიც დასავლეთში ტერაქტების სერიას გეგმავდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე