ლიკა ქავჟარაძეს 14 ოქტომბერს დაკრძალავენ

საქართველო, თბილისი - 12:49 | 12.10.2017
ნანახია: 1153

მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს შაბათს, 14 ოქტომბერს დაკრძალავენ. 

პანაშვიდები მსახიობის სახლში, აბაშიძის 62 ნომერში 12 და 13 ოქტომბერს გაიმართება. შაბათს  კი, ლიკა ქავჟარაძეს ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადაასვენებენ.

ჯერ დაზუსტებული არ არის, სად დაკრძალავენ ცნობილ ქართველ მსახიობს.  

ლიკა ქავჟარაძე აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გუშინ გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ლიკა ქავჟარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. 

ქართველი მსახიობი 26 ოქტომბერს 58 წლის გახდებოდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე