ვიეტნამში წყალდიდობას 48 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:46 | 12.10.2017
ნანახია: 861

ვიეტნამში წყალდიდობას 48 ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ პროვინციებში სტიქია გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია.

ზოგიერთ რაიონებში ძლიერმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია. ხელისუფლებამ სტიქიის გამო ჰოაბინის პროვინციაში სგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ხუთი ათასამდე ოჯახი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა. ხელისუფელბა სტიქიის რაიონებიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციას განაგრძობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე