რუსეთი საქართველო-ნატოს ურთიერთობის გააქტიურების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველო, თბილისი - 12:32 | 12.10.2017
ნანახია: 996

მოსკოვი საქართველო-ნატოს ურთიერთობის გააქტიურებით შეშფოთებულია. საგანგებო განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

„ნატოს წვრთნებში, რომელიც საქართველოში ზაფხულსა და შემოდგომაზე ჩატარდა, რეკორდული რაოდენობით სამხედრო მოსამსახურე და სამხედრო ტექნიკა იყო ჩართული. ალიანსის წევრი ზოგიერთი ქვეყნის ემისრები კი, რომლებიც წვრთნებს ესწრებოდნენ, ხაზს უსვამდნენ მანევრების ანტირუსულ მიმართულებას და იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო სწავლებები სამხრეთ ოსეთის დეოკოპაციისთვის. საქართველოსა და ალიანსის ეს ქმედებები ჟენევის დისკუსიის ფორმატს ეწინააღმდეგება და რეგიონში ვითარების დაძაბვას უწყობს ხელს,“-ნათქვამია ლავროვის უწყების განცხადებაში.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე