პოლიციელმა სწავლების დროს თავის კოლეგა მოკლა

საქართველო, თბილისი - 12:25 | 12.10.2017
ნანახია: 1199

საფრანგეთში პოლიციელმა სწავლების დროს შემთხვევით თავის კოლეგა მოკლა.

ინციდენტი ფრანკაზალის ყოფილ ავიაბაზაზე მოხდა, სადაც სამართალდამცველების სწავლებები ხშირად იმართება. მოკლული პოლიციელი 40 წლის იყო.

პროკურატურამ წინასწარი გამოძიება უკვე დაიწყო. ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე