რომის პაპთან სადილის დროს ორი პატიმარი გაიქცა

საქართველო, თბილისი - 11:53 | 12.10.2017
ნანახია: 1045

რომის პაპთან საქველმოქმედო სადილის დროს ორი პატიმარი გაიქცა.
ბოლონიაში პაპი ფრანცისკეს ვიზიტის დროს გაიმართა სადილი, რომელსაც ესწრებოდა ათასი ადამიანი: უსახლკაროები, ღატაკები, იმიგრანტები და პატიმრები ადგილობრივი ციხეებიდან.

 ღონისძიების დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა საპატიმროს ხელმძღვანელობამ ორი პატიმრის გაიჩინარება შენიშნა.

როგორც გაირკვა, ისინი სადილსაც არ დასწრებიან. ორივე პატმარი ნეაპოლელია. მათ სტუმრების გამცილებლებს ყურადღება გაუფანტეს და მიმალვა მოახერხეს.

პატიმრების ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე უცნობია დანაშაული, რომლისთვისაც სასჯელს იხდიდნენ. ცნობილია, რომ ისინი საშიშ რეციდივისტებად მიიჩნევიან.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე