ხე - ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:31 | 12.10.2017
ნანახია: 1122

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხურის თანამშრომლებმა,  გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხე - ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და  ხის მასალის რეალიზაციასთან დაკავშირებული ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება - გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებული   პირი, სამცხე - ჯავახეთის რეგიონში უკანონოდ ახორციელებდა ხის ჭრას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ხე - მასალის  რეალიზაციას  ყალბი  სასაქონლო ზედნადებებს გამოყენებით  ახდენდა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303 - ე მუხლის პირველი ნაწილით და 210 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე