ბენ აფლეკი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს

საქართველო, თბილისი - 11:30 | 12.10.2017
ნანახია: 1324

ამერიკელი მსახიობი ბენ აფლეკი ჰილარი ბერტონის მიმართ სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ Forbes-ი იტყობინება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მსახიობის მიმართ ბრალდება მას შემდეგ გაისმა, რაც მან დაგმო ქალების შევიწროვების ფაქტი  პროდისუერ ჰარვი ვაინშტეინის მიერ.

ჰილარი ბერტონმა განაცხადა, რომ ბენ აფლეკს მასთან შეუფერებელი ქმედება 2003 წელს TRL-ის შოუზე ჰქონდა.

მოგვიანებით აფლეკმა დანაშაული აღიარა და Twitter-ის მიკრობლოგში ბოდიში მოიხადა. „მე უღირსად მოვექეცი ქალბატონ ბერტონს და მას გულწრფელ ბოდიშს ვუხდი,“ - დაწერა მსახიობმა.

მანამდე გვინეთ პელტროუმ, ანჯელინა ჯოლიმ და კიდევ რამდენიმე ცნობილმა მსახიობმა განაცხადეს, რომ კარიერის დასაწყისში ჰარვი ვაინშტაინი მათ სექსუალურად ავიწროვებდა. ამასთან დაკავშირებით, Weinstein Company-მ პროდიუსერი სამსახურიდან დაითხოვა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე