აშშ-ში რუსეთის დახურული დიპლომატიური ობიეტქებიდან რუსეთის დროშები ჩამოხსნეს

საქართველო, თბილისი - 10:39 | 12.10.2017
ნანახია: 943

აშშ-ში რუსეთის დახურული დიპლომატიური ობიეტქებიდან რუსეთის დროშები ჩამოხსნეს. სახელმწიფო დეპარტამენტმა დროშები სან-ფრანცისკოს, ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის დახურული საკონსულოებიდან ჩამოხსნა.
რუსულმა მხარემ აშშ-ს პროტესტი უკვე გაუგზავნა.

რუსეთის დიპლომატიური ობიეტქები ამერიკულ მხარეს სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნით სექტემბრის დასაწყისში გადაეცა.

ამერიკის დიპლომატიური უწყების ცნობით, შესაბამისი ზომების გატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მოსკოვმა რუსეთში ამერიკის დიპლომატიური მისიების რაოდენობის შემცირება მოითხოვა. რუსეთმა ვაშინგტონის ქმედებას არამეგობრული ნაბიჯი უწოდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე