ერაყში ტერაქტს 11 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:12 | 12.10.2017
ნანახია: 871

ერაყის ანბარის პროვინციაში აფეთქება მოხდა.  თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქალაქ ჰითის კაფეში აიფეთქა.

სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, დაიღუპა 11 და დაშავდა 15 ადამიანი.

ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედებების გამო დაძაბული ვითარებაა. მებრძოლები გამუდმებით აწყობენ თავდასხმებსა და ტერაქტებს, რა დროსაც ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე