ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 20:50 | 11.10.2017
ნანახია: 2706

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა შსს-ში ჯერჯერობით საქმის დეტალებზე არ საუბრობენ.

უწყებამ გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. ის ცნობილი იყო მთავარი როლით თენგიზ აბულაძის ფილმიდან „ნატვრის ხე“.

მსახიობმა 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით. 1972 წლიდან მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. ჰყავდა მეუღლე და ერთი ვაჟი — ლევან თაქთაქიშვილი (პირველი ქორწინებიდან).

მსახიობი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე