ჩვენი პარტიის წევრი გაიტაცეს და სცემეს - დიმიტრი ლორთქიფანიძე

საქართველო, თბილისი - 16:37 | 11.10.2017
ნანახია: 1000

10 ოქტომბერს გაიტაცეს სენაკის 64-ე საარჩევნო ოლქის მე-15 უბნის კომისიის წევრი „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოდან“ 21 წლის ანატოლი ღვინჯილია, - ამის შესახებ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე „დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მან მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანება, რა დიაგნოზითაც იგი მოათავსეს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში

„10 ოქტომბერს გაიტაცეს სენაკის 64-ე საარჩევნო ოლქის მე-15 უბნის კომისიის წევრი „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოდან“ 21 წლის ანატოლი ღვინჯილია. ორმა პირმა მას ძალის გამოყენებით უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და ავტომობილით გაიტაცა გაურკვეველი მიმართულებით, სადაც მასზე მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება. მან მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანება, რა დიაგნოზითაც იგი მოათავსეს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში,”- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ერთ-ერთი თავდამსხმელის იდენტიფიცირება უკვე მოხდა და ის ნანახი ჰყავთ „ქართული ოცნების“ შტაბში.

„მომხდარი ჩვენს მიერ განიხილება, როგორც ზეწოლა და დაშინების მცდელობა ოპოზიციის წინააღმდეგ და პირდაპირ უკავშირდება საარჩევნო მიზნებს, ვინაიდან თვითმხილველების მიერ უკვე მოხდა ერთ-ერთი თავდამსხმელის იდენტიფიცირება და ის ნანახი ჰყავთ „ქართული ოცნების“ შტაბში. ეს ფაქტი ცნობილია სამართალდამცველებისთვისაც, თუმცა ამ დრომდე არ მომხდარა თავდამსხმელების დაკავება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ანატოლი ღვინჯილიას მამა ბატონი ავთანდილ ღვინჯილია გახლავთ „დემოკრატიული მოძრაობის“ აქტიური წევრი“,- აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე