ავარიას ახალგაზრდა გოგონა ემსხვერპლა - უბედური შემთხვევა საგარეჯოში

საქართველო, თბილისი - 14:56 | 11.10.2017
ნანახია: 3058

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ახალგაზრდა გოგონა ემსხვერპლა. 

არსებული ინფორმაციით, Mitsubishi-ის მარკის ავტომობილი Ford Transit-ს დაეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ Mitsubishi-ის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. 

როგორც ირკვევა, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

შსს-მ გამოძება ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე