ენმ-ს აქციაზე დაკავებული 3 პირი სასამართლო დარბაზიდან მომდევნო სხდომამდე გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 14:06 | 11.10.2017
ნანახია: 1294

თბილისის საკრებულოს შენობასთან ,,ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე დაკავებული სოსო გურული, ზურაბ ბერიაშვილი და პაატა დევიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

მათ საქმეზე მომდევნო პროცესი კი 17 ოქტომბერს გაიმართება.

​მოსამართლემ სხდომა დაკავებულების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის მოტივით გადადო.

თავად დაკავებულების განცხადებით, სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ და პოლიციამ ისინი უკანონოდ დააკავა.
შეგახსენებთ, გუშინ თბილისის საკრებულოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 8 პირი დააკავეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე