მამია ალასანიასა და გურამ გაბესკირიას ცხედრები იდენტიფიცირებული და გადმოსვენებულია - სოზარ სუბარი

საქართველო, თბილისი - 12:50 | 11.10.2017
ნანახია: 1445

მამია ალასანიასა და გურამ გაბესკირიას ცხედრები იდენტიფიცირებული და გადმოსვენებულია, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა. 

საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განყოფილების უფროსი 1986–1988 წლებში, მამია ალასანია და სოხუმის მერი, პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია 1993 წლის 27 სექტემბერს​, სოხუმის დაცემის დღეს ​აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელთან, ჟიული შარტავასთან ერთად, ალყაში მოქცეული დახვრიტეს. მათი საფლავების მდებარეობა დღემდე უცნობი იყო.

სუბარის ინფორმაციით, ალასანიასა და გაბესკირიას გარდა,  გადმოსვენებულია ​აგრეთვე, არშაველ შენგელიას, ვახტანგ გეგელაშვილის, არჩილ პაპუაშვილის, ბადრი ბერუაშვილის, გოჩა მაჩაიძის, ალექსანდრე ფარცვანიას, გოჩა თათრიშვილის, გენადი ლიპარტელიანისა და თეიმურაზ ჯორბენაძის, სულ 25 ადამიანის ცხედრები. 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე