ციხეში ბუნტის დროს 13 მსჯავრდებული დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:04 | 11.10.2017
ნანახია: 1230

13 ადამიანი დაიღუპა მექსიკის ციხეში ბუნტის დროს. ინციდენტი ქალაქ კადეირეტში მოხდა.
უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, კიდევ რვა მსჯავრდებული მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მსხვერპლის საერთო რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

ამბოხებულმა პატიმრებმა დაცვის სამი წევრი მძევლად აიყვანეს. ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში მათთან მოლაპარაკებებს მართავდა, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც მან შტურმის დაწყებისა და იარაღის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.   

ბუნტის მიზეზი ციხეში დანაშაულებრივი დაჯგუფებების დაპირისპირება გახდა. ამჟამად ციხეში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე