ნუცუბიძის ქუჩაზე ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა

საქართველო, თბილისი - 09:39 | 11.10.2017
ნანახია: 872

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ნუცუბიძის ქუჩაზე. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი გარე განათების ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც ბოძი წაიქცა და ავტომობილი და სამარშრუტო მიკროავტობუსი დააზიანა. 

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. 

მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ ნუცუბიძის ქუჩაზე მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე