პუჩდემონმა კატალონიის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა

საქართველო, თბილისი - 09:33 | 11.10.2017
ნანახია: 997

კატალონიის მთავრობის თავმჯდომარემ კარლეს პუჩდემონმა ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა. დეკლარაციას ხელი ასევე მოაწერეს პუჩდემონის მოადგილემ ორიოლ ჟუნკარესმა და პარლამენტის სპიკერმა კარმე ფორკადელმა.

თუმცა შემდეგ პუჩდემონმა პარლამენტს მოწუოდა დამოუკიდებლობის დეკლარაციის დოებით შეჩერებისკენ, რაც მადრიდთან მოლაპრაკებების დაწყების შესაძლებლობას მისცემდათ.

მისი თქმით, 1 ოქტომბრის რეფერენდუმით ავტონომიამ ხალხისგან მანდატი მიიღო, რათა დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდეს.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პუჩდემონმა განაცხადა, რომ არ გეგმავს არანაირ შეურაცხყოფებს და მუქარას და მას დაძაბულობის დეესკალაცია სურს.

 „ჩვენ დამნაშავეები არ ვართ, არც სულელები და არც პუტჩისტები. ჩვენ ნორმალური ადამიანები ვართ, რომლებიც ითხოვენ ხმის მიცემის შესაძლებლობას. ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს ესპანეთისა და ესპანელების მიმართ“, - განაცხადა პუჩდემონმა.

ესპანეთის მთავრობა კი ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ დიალოგის მომხრე არ არის. მადრიდში მიაჩნიათ, რომ რეფერენდუმი, რომელიც პირველ ოქტომბერს კატალონიაში ჩატარდა, არაკონსტიტუციური იყო. 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე