საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 16:35 | 10.10.2017
ნანახია: 919

დედაქალაქის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. 

საკრებულოს ოპოზიცია სხდომის დღის წესრიგიდან მეხუთე და მეექვსე საკითხის ამოღებას ითხოვენ. 

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, საკრებულოს სხდომის გადადება უნდა მოხდეს. 

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მარიკადათუკიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან გასაუბრება სცადა. თუმცა მას დარბაზში მყოფმა დაცვასა და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა ამის საშუალება არ მისცეს. დათუკიშვილის წინააღმდეგობის გაწევა სხვაპოზიციის დეპუტატებმა ბუხრაშვილმა და სამნიძემ გააპროტესტეს.

უსაფრთოხების სამსახურის წარმომადნელემა დარბაზიდან ძალით გაიყვანეს ირაკლი ნადირაძე. მოგვინებით დათუკიშვილმაალიბეგაშვილსი მაგდასთან მოახლოებასცადა. დათუკიშვილი ასევე შეეცადა ასევეთავმჯდომარის მიკროფონის გამოყენებას. თუმცა მას მიკროფონი გამოურთეს. ალიბეგაშვილის მაგიდასთან სამნიძეც შეეცადა. სამინიძის განცხადებითდღევანდელი სხდომა უკანონოა.

 საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში რამდენიმე საკითხია შეტანილი, მათ შორის ქალაქ თბილისში, ოქროყანის დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ-სა და პუშკინის ქუჩაზე, ,,ცეკავშირის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის შეთანხმების თაობაზე. ოპოზიცია სწორედ ამ საკითხებს აპროტესტებს. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე