ახმეტაში დაკარგული 89 წლის ქალი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 16:22 | 10.10.2017
ნანახია: 1003

ახმეტაში დაკარგული 89 წლის ოლია კაცელაშვილი პოლიციამ იპოვა. 

შსს-ს ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

არსებული ინფორმაციით, ოლია კაცელაშვილს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ის სახლიდან 5 ოქტომბერს გავიდა და გაუჩინარდა. 

მასზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ძებნა იყო გამოცხადებული.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე