მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატებმა სასამართლოში დამატებითი მტკიცებულებების წარადგინეს

საქართველო, თბილისი - 15:42 | 10.10.2017
ნანახია: 993

მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით ადვოკატებმა სასამართლოში დამატებითი მტკიცებულებების წარდგინეს. ამის შესახებ ადვოკატებმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. 

მათი თქმით, სასამრთლოში წარადგინეს 650-გვერდიანი მტკიცებულებები, რომელთა შორისაც არის სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები და საერთაშორისო ორგანოზაციების პოზიციები, სადაც მითითებულია, რომ თურქეთში მასიურად ირღვევა ადამიანის უფლებები. 

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე