თარხან-მოურავი სოხუმსა და ცხინვალში ჩასვლას არ გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 15:16 | 10.10.2017
ნანახია: 973

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი დავით თარხან-მოურავი არ გამორიცხავს, რომ ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმში ჩავიდეს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თარხან-მოურავმა განაცხადა, სოხუმსა და ცხინვალში ვიზიტის პერსპექტივა არსებობს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალთან და სოხუმთან პირდაპირი დიალოგი უნდა დაიწყოს. 

„ცხინვალში ჩასვლის გეგმა არსებობს. ეს არ არის საკითხი, რომელიც შეიძლება დღეს გადაიჭრას. ბევრი რამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ამის პერსპექტივა არსებობს, თუმცა დიალოგისთვის საქართველოს ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს. ხელისუფლებამ სოხუმთან და ცხინვალთან ლაპარაკი უნდა დაიწყოს. ვაშინგტონშიც კი მიიჩნევენ, რომ მოსკოვთან დიალოგი აუცილებელია, რათა უზარმაზარი მტრობა და დაპირისპირება ჩაქრეს, რაც არის. 

ძალა არ გვაქვს, რომ რუსეთს მოვერიოთ, რადგან ათასჯერ მეტი ტერიტორია აქვს. დიალოგი აგრესიას აქრობს და გამოსავალია საქართველო-ნატო-რუსეთის ფორმატი. საქართველოში კონფერენცია უნდა ჩატარდეს, რუსი და ამერიკელი კონგრესმენები ჩამოვიყვანოთ, სადაც განხილვის საგანი - თავდაუსხმელობა, საზღვრების საკითხი იქნება. რუსეთი თანახმაა, ასეთ ფორმატზე ვილაპარაკოთ. როგორც მინიმუმ, ეს ფორმატი იმას მაინც მოგვიტანს, რომ რაღაც კოლექტიურ გარანტიაზე შევთანხმდეთ. რუსეთში შეხვედრაზე თითოეული სიტყვა რაც ითქვა, ამის სტენოგრამა არსებობს. კარგი პასუხებია, მაგრამ თქვენთვის კონფიდენციალურია. ამას საერთაშორისო ორგანიზაციები მიიღებენ და ხელისუფლებამ ყველაფერი იცის", - განაცხადა თარხან-მოურავმა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე