საკრებულოსთან აქციაზე ბესო გაზდელიანი და კოტე იოსელიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:07 | 10.10.2017
ნანახია: 1184

თბილისის საკრებულოსთან აქციაზე ენმ-ს წევრები ბესო გაზდელიანი და კოტე იოსელიანი დააკავეს, ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. 

უწყების ცნობით, ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. თბილისის საკრებულოსთან ვითარება მაშინ დაიძაბა, როდესაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკრებულოს შენობაში სცადეს შესვლა, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს.

თბილისის საკრებულოსთან დილიდან პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავები ოპოზიციონერ დეპუტატებს საკრებულოს სხდომაზე შესვლის უფლებას არ აძლევენ. 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე