სირიაში რუსულმა ბომბდამშენმა კატასტროფა განიცადა

საქართველო, თბილისი - 13:58 | 10.10.2017
ნანახია: 1003

რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჰმეიმიმის  ავიაბაზიდან აფრენისთანავე ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე მფრინავი დაიღუპა.

უწყების  მონაცემებით, თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და აფეთქდა. მფრინავებმა კატაპულტირება ვერ მოასწრეს. მომხდარის სავარაუდო მიზეზად თვითმფრინავის გაუმართაობა დასახელდა.

ეს უკვე მეორე სუ-24-ია, რომელიც რუსეთმა სირიაში დაკარგა. პირველი შემთხვევა 2015 წლის ნოემბერში მოხდა. ბომბდამშენი თურქულმა მოიერიშემ ჩამოაგდო.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე