ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ პრემია თავისი არსით შესანარჩუნებელია

საქართველო, თბილისი - 16:12 | 12.11.2015
ნანახია: 1442

 

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ პრემია თავისი არსით შესანარჩუნებელია. პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვისას, მან განაცხადა, რომ პრემია შესანარჩუნებელია, იმ ადამიანებისთვის, რომელთა შრომაზეც დამოკიდებულაი ბიუჯეტის შევსება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ა.შ. ხადურის მტკიცებით, მინისტრები პრემიას არ იღებენ და ასეთი რამ მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. 
"როგორც კი "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონი ამოქმედდება, ეს სისტემა დალაგდება. მზად ვართ, ამ მიმართულებით ნაბიჯები აქტიურად გადავდგათ. პრემია თავის არსით შესანარჩუნებელია, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომელთა შრომაზეც დამოკიდებულია ბიუჯეტის შევსება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ასე შემდეგ. უბრალო თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ, თავისთავად ცხადია წახალისების მექანიზმი უნდა არსებობდეს", - განაცხადა ხადურმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე