შსს-მ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ძებნილი დააკავა

საქართველო, თბილისი - 12:52 | 10.10.2017
ნანახია: 1011

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 2017 წლის 14 ივნისიდან ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით ძებნილი, 1992 წელს დაბადებული ბ.კ. თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირმა, თანამზრახველებთან ერთად, 2017 წლის 14 ივნისს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მოქალაქე დავით როსტომაშვილზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა.

ბ.კ.-მ, თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე, ბადრაგირების დროს, გაქცევა მოახერხა.

ამჟამად, დაკავებული ბ.კ. მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაშია შესახლებული.

ამავე ყაჩაღობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ასევე, დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ზ. ქ. და 1988 წელს დაბადებული ა.ა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე