გაძლიერებული დაცვა საკრებულოსთან და შენობის გარეთ დარჩენილი ოპოზიციის წევრები

საქართველო, თბილისი - 12:45 | 10.10.2017
ნანახია: 2736

,,ევროპული საქართველოსა" და ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საკრებულოს შენობაში შესვლა სცადეს,  თუმცა ამის საშუალებაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს. 

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ საკრებულოს სხდომაზე დასწრება სურთ. 

საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები და ჟურნალისტები. 

სხდომაზე თაბორის მთაზე 5 ათასი კვადრატული მეტრისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორიების კონკრეტული კომპანიებისთვის გადაცემაზე უნდა იმსჯელონ.

საკრებულოსთან დილიდან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 

ცვლილებებს ოპოზიცია აპროტესტებს.

პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე