მაღალმთიან რეგიონებში მიმავალ მძღოლებს ზამთრის საბურავების გამოყენებისკენ მოუწოდებენ

საქართველო, თბილისი - 11:45 | 10.10.2017
ნანახია: 1186

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მაღალმთიან რეგიონებში მიმავალ მძღოლებს ზამთრის საბურავების გამოყენებისკენ მოუწოდებს. როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული,  მთელი საქართველოს მასშტაბით ამინდის გაუარესებისა და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი თოვის გამო, უწყება მოუწოდებს მაღალმთიან რეგიონებში მიმავალ მძღოლებს, მათ შორის სატრანზიტო ავტოტრანსპორტის მფლობელებს, გამოიყენონ ზამთრის საბურავები მეტი უსაფრთხოებისათვის.

„მაღალმთიან რეგიონში მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნების მიზნით, ოპერატიულად გაწმენდს გზას.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს“, აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე