ერდოღანი უკრაინიდან სერბეთში ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 09:33 | 10.10.2017
ნანახია: 984

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი უკრაინიდან სერბეთში ჩავიდა. ბელგრადში ერდოღანმა სერბეთის პრემიერთან ალექსანდრ ვუჩიჩთან არაფორმალური ვახშამი გამართა. 

დღეს კი ვიზიტის ოფიციალური ნაწილია დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც თურქეთის ლიდერი სერბეთის ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება. 

სერბეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერდოღანის ვიზიტის დროს ბელგრადი და ანკარა რამდენიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ შეთანხმებას მოაწერენ ხელს. ერთ-ერთი მათგანი ცენტრალურ სერბეთში, ქალაქ კრალევოში საფეიქრო ქარხნის გახსნას ეხება. საწარმოში ორი ათასი ადამიანი დასაქმდება. 

ბელგრადში თურქეთის პრეზიდენტს რვა მინისტრი და 185 თურქი ბიზნესმენი ახლავს თან.

ამასთან,სერბეთის ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, თურქეთის ლიდერს რეჯეფ ტაიფ ერდოღანსა და სერბეთის პრემიერ-მინისტრს ალექსანდრ ვუჩიჩს შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა „თურქული ნაკადი“ იქნება.

11 ოქტომბერს ერდოღანი სერბეთის სამხრეთ ნაწილში, კოსოვოს მახლობლად მდებარე მდებარე ქალაქ ნოვი პაზარში ჩავა.

 
 

პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე