თურქეთის პრეზიდენტი უკრაინას ეწვია

საქართველო, თბილისი - 17:36 | 09.10.2017
ნანახია: 1110

თურქეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოლაპარაკებებს უკრაინელ კოლეგასთან გამართავს, ამის შესახებ ინფორმაციას პეტრო პოროშენკოს პრესამსახური ავრცელებს. 

ერდოღანი კიევში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში თურქეთ-უკრაინის სტრატეგიული საბჭოს მე-6 სხდომა გაიმართება. 

მხარეები ორმხრივი ურთიერთობების გამყარებაზე და საერთაშორისო და რეგიონული პოლიტიკის მთავარ საკითხებზე იმსჯელებენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე