ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 16:53 | 09.10.2017
ნანახია: 2955

9 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4786 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4792 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.06 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9109 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9143 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.34 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6702 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.2591 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 10 ოქტომბრიდან  შევა ძალაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე