ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების ორი ხომალდი ერთმანეთს შეეჯახა

საქართველო, თბილისი - 16:32 | 09.10.2017
ნანახია: 1433

ხმელთაშუა ზღვაში ტუნისსა და მალტას შორის ემიგრანტების ორი გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად სავარაუდოდ არის მსხვერპლი.
სამაშველო ოპერაციაში მალტის ხელისუფლება მონაწილეობს, რომელსაც იტალია ეხმარება, მასში ჩართულია იტალიის სანაპირო დაცვის ორი საგუშაგო კატერი, ფინანსური გვარდიის ერთი კატერი და საზღვაო-სამხედრო ხომალდი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საუბარია ტუნისის გემისა და ნავის შეჯახების შესახებ, რომელთა ბორტზეც რამდენიმე ათეული მიგრანტი იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნავი ჩაიძირა, არის მსხვერპლიც. იტალიური პრესის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე რვა მიგრანტი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე