სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 09.10.2017
ნანახია: 1246

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ვ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში მცხოვრებ გ.ვ.-ს კონფლიქტი ჰქონდა ამავე სოფელში მცხოვრებ ზ.გ.-სთან. 2017 წლის 12 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი  გ.ვ. სტუმრად იმყოფებოდა მეზობელთან, სადაც ზ.გ.-ც მივიდა, რაზეც გ.ვ. განაწყენდა, ზ.გ გარეთ გაიხმო, ავტომანქანიდან ამოიღო სანადირო თოფი და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ზ.გ-ს დამიზნებით ესროლა გულმკერდის არეში, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად ზ.გ ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.ვ. 2017 წლის 13 მაისს ქალაქ ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის  108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გ.ვ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე