ბათუმში ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 12:31 | 09.10.2017
ნანახია: 1228

8 ოქტომბერს ,საღამოს, ბათუმში ექვსი წლის ბავშვს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გონზე მყოფი გადაიყვანა. ინფორმაციას გაზეთი „ბათუმელები“ ავრცელებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს მუხლით, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე