საპარტნიორო ფონდმა ჩინეთის ძილინის პროვინციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველო, თბილისი - 12:43 | 12.11.2015
ნანახია: 1599

საპარტნიორო ფონდმა და რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციამ ჩინეთის ძილინის პროვინციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ხელშეკრულება კულტურის, ტურიზმის, განათლებისა და სპორტის სფეროში ურთიერთობების გაფართოებას გულისხმობს.

ძილინის პროვინციასთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს ასევე მზადყოფნaს   ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში პოტენციური პროექტების საქართველოში ერთობლივად განხორციელების შესახებ.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, რაჭა ლეჩხუმისა და სვანეთის გუბერნატორმა პარმენ მარგველაძემ   და ძილინის უცხო ქვეყნებთან თანამეგობრობის სახალხო ასოციაციის ვიცე მმართველმა ხუ ინიმ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე