საქართველოს რიგი საელჩოების შენახვა 1,5-4 მილიონი ლარი უჯდება

საქართველო, თბილისი - 12:14 | 12.11.2015
ნანახია: 1512

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, საქართველოს რიგი საელჩოების შენახვა 1,5-4 მილიონი ლარი უჯდება.

პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, კაკაურიძეს საელჩოების ხარჯების თაობაზე კითხვით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ მიმართა.

კაკაურიძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო საელჩოების ხარჯებს დეტალურად განიხილავს და მათ დაფინანსებას ისე აძლევს.

„საელჩოების შენახვა დაახლოებით მილიონი 1-1,5 მილიონი ლარი ჯდება, ზოგი საელჩო 4 მილიონი ლარი გვიჯდება, ზოგს კი, ძალიან მიზერული თანხები სჭირდება“, - განაცხადა კაკაურიძემ.

პარლამენტის ევროინტეგრაციის, საგარეო, დიასპორისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტბმა 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე